კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 11:13

 

საქართველოზე ფიქრებით

იწვოდა შენი გენია,

საქართველოზე ოცნებით 

ჭაღარა გამოგერია.


საქართველოზე ლექსებით

გულს უშუშებდი იარებს,

საქართველზე სიმღერით

ქვეყანა შემოიარე.


მაგრამ შორს იყო სამშობლო

იავარქმნილი მტერთაგან

და საწუთროზე სამდურავს

ცას შესჩიოდი ერთავად.


გესმოდა ქართლის ვაება

მტერთაგან გადამწვარისა

და ნაღვლიანი გუგუნი

სიონის დიდი ზარისა.


ჩვენ როდი გვგავდი... ზოგ-ზოგნი

დაე, ნუ გამიწყრებიან,

შორს იყავ, მაგრამ ქართული

სულაც არ დაგვიწყებია!..


შენს ლექსში შეერთებულა,

სიმღერა სამი ქვეყნისა

და ზვირთთა აგუგუნება

ვოლგის, არაგვის, დნეპრისა.


სად თქმულა ძმობა ამგვარი,

თუნდ ვკითხოთ შოთას სტრიქონებს,

საქართველოში დაგკარგეთ,

უკრაინაში გიპოვეს.


ბრძოლაში დაბადებულო

ქართული ლექსის არწივად,

იქნებ ეგ ძვლები დაღლილი

ნატრულობს მშობელ მთაწმინდას.


იქნებ მოგინდა მგოსანო,

ზედაზნის გრილი ნიავი,

მახობლის ტკბილი სურნელი,

არაგვი არაგვიანი...


ჩვენთან არიან ლეკები,

მუდამაც ერთად ვიქნებით

დღეს ლეკებს მოუტაციათ,

შენი მგზნებარე წიგნები.


და ყველას, ლამისყანასთან

ახლოს არის თუ შორს არის,

ყველას უნდიხარ, ყველას შურს

რომ მოგიტაცონ მგოსანი.


ქართული, უკრაინული,

რუსული სიტყვის ტრფიალო,

კაცო, სიმღერად ქცეულო

კაცო, ცრემლნაღვერდლიანო.


გვასწავლე, შენებრ ლექსებით

ვით ვლეწდეთ გულის კალოსა

დაგვლოცე ახალუხალნი,

არც მოხუცთ აწყენთ დალოცვა!..


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ ნონეშვილი  • • •   იოსებ ნონეშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen