|
მთვარეში შავი შრიალებს ჩალა, შავი ლეჩაქი დაეცა შარებს, დამშვიდდი, სძინავს ალაზნის ჭალებს, მთვარეში შავი შრალებს ჩალა.
მთების დუმილი ამინანქარებს, მთვარეში შავი შრიალებს ჩალა, შავი ლეჩაქი დაეცა შარებს.
რაც დაიკარგა, ის აღარ მოვა, აქვითინების დრო მერე მოვა, დამშვიდდი, ტალღებს მიანდე ნავი,
არ მოიზიდო ფიქრების თოვა. დამშვიდდი. ტალღებს მიანდე ნავი, ის დაიღუპა. ის აღარ მოვა. |


