|
სონეტები
ა
ამაყო, ლაღო, ტრფობისა მუზავ ედემის ბაღო, - შენს სანეტაროდ და შენს საამოდ, ცრემლად დავდნები მტლად დაგედები. შენს წყლულს ვეპკურვი, წამლად, მალამოდ!.. ...შენც გამიღიმე... ბ
შვების მომცემო, უძვირფასესო საუნჯევ ჩემო, - შენზედ ვლოცულობ და ვიბრუნებ სულს შენ გულ-მკერდ-ბროლზე - ვერხვის ფოთოლზე ვივიწყებ ტანჯვას... ვივიწყებ წარსულს!.. ...ვაჰმე, ვაიმე!.. გ
იმედის სხივო; ბედის ვარსკვლავო, მკრთალო და ცივო; - ისრით დამცხრილე დამწვი, დამდაგე, - თუ დამავალებ, - თავს განაცვალებ ოღონდ მაჩუქე ეგ შენი ბაგე! ...შენი ჭირიმე!.. |


