|
უწყლავსა ჭირსა მალვასა, სევდისა ოხვრის კრძალვასა სურვილი შესჭრის, ღონებსა შეხედმა ტანად ალვასა!
ბაგენი ღაწვნისა ლალთა; მხედველნი მის შუქთ ალთა, მით ბროლნი ლალნი ელვასა!
კიპაროზ ტანზე გაწყობა, ნაზი ქცემით მისი გრძნობა ფიანდაზ შლილსა ხილვასა!
ჭვრეტითა მით ვძლო მე როდეს? ბესიკიც ტკბილად მღეროდეს, მამცემს საკმარის ბრალვასა... |


