|
შენ ჩემი ჩონჩხის ნაწილი გქვია, ერთ ნეკნს ეწოდა სახელად ქალი, და სანამ კიდევ არ არის გვიან, გადამიხადე გაჩენის ვალი.
წლები უშენო ყოფნით ავრიე და თუკი სადმე გადარებ მაისს, რატომ მიტოვებ კოცნას წამიერს.
სულ, სულ აკლია ის ერთი ძვალი, არ დაიჯერო რამეს ვამეტებ, ეს მე გიწოდე, ძვირფასო ქალი...
არ შემოგხვიე წელზე ხელები, პატიებისთვის როცა მეწვიე, დაგხვდი სხვა გრძნობით განახელები.
არპატიება იცით ქალებმა... გულში ვატარებ ცოდვას გამხელილს, როგორ მოგიხდა ჩემი წვალება.
აღარ შეხორცდა ძველი აიარა. კვლავ შემეშალე... უკვე რამდენჯერ, ძველმა სურვილმა გადამიარა. |


