|
სუფევენ ველსა მწვანილოვანს ფერნი მრავალნი; ჯინჭველასაებრ განმრავლდიან ერნი მავანნი, აღიგვებიან სრულად მიწით რომელიმენი, გაძლების ნიჭსა ვაი-ვიშით ჰფლობენ ივერნი; უფალო ჩვენო! თუ არ შენით, მაშ, მარქვი, ვისით ვართ ათასწლობით მარტოოდენ გაძლების ნიჭით? მოგვმადლე ნიჭი განმრავლების ვიეთთა გვარად, შენ შეგვეწიე, პირს მიწისას მოგვფინე ჯარად!!! |


