|
(მიხეილ ჯავახიშვილის ხსოვნას)
სად დავიტირო ნეშტი ძმებისა, სად, რომელ ცრემლით დაიჟურები... წყება დაკაფულ ზღვის ლერწმებისა... მათს ხსოვნას ჩოქით დავეშურები...
შენს ბედს, ვინა გყავს მეტი მოწამე?.. დაეცი, როცა გათელეს სიტყვა, შხამით, სიკვდილით გული მოწამლეს!
მომავალიდან მებაასები. გიყვარდა ფანქრით სიტყვების ჭერა და მისთვის შრომა გამეტფასებით.
გიყვარდა განა? არა, იწვოდი! როგორ გიყვარდა აღფრთოვანებით ქართლის ბუნება, ოქროყანები...
მთები - სამშობლოს შენამსჭვალები. დილა მტკვრის პირად, ვით გაშლა ვარდის, მინანქრიანი მინანქარები... წმინდა ქართული სიტყვის ლაჟვარდით დასჭიმე შენი იალქანები!
სიტყვები ვარდით შესაკონია... თუმც ხანგრძლივ გზაზე იყავ ნატარი, წინ მომავალიც დიდი გქონია!
დაგბედებია ბედი ამგვარი, - იქნებ მიტომაც თვალსაჩენია, კაცი აღარ ხარ, დარჩი მხატვარი!
მით ხომ სიცოცხლე გადაწეულა!.. შენი ნაბრძოლი, გულით ნათრთოლი, ხვავად ქცეულა და განძეულად!
სამშობლოს ფიქრზე ჩამოთოება... აჰა, მოვიდა შენი აღდგომაც, გეყო შავეთში განმარტოება!
აღსდექ, წამოდი ნაცარბნელიდან. გამოგიტაცებს ჩვენი არსენა ფრთიანი რაშით გარესკნელიდან.
დაგასხდებიან მხრებზე მტრედები, მოდით იქ, სადაც უყვარხართ მეტად და სადაც გიყვართ თავგამეტებით! |


