კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 14:45

 

 

- იყო და არა იყო რა,

ტყეში ცხოვრობდა ბიჭი.

ტყეში ხარობდა წიფელა,

თელა, მუხა და ფიჭვი.


- კიდევ? - ზღმარტლი და კუნელი.

- კიდევ? - ცხოვრობდა თხუნელა.

- კიდევ? - ხოხობი, კაკაბი,

ტყეს არსად აჩნდა ნაკაფი.


ის ბიჭი ნადირს მწყემსავდა,

დაუდიოდა ჯოგი.

ერთი დაც ჰყავდა - ტყის გოგო,

ფხიზელი, როგორც ჭოტი.


- რა ერქვათ?

- დას - ოჩოდალი,

ძმას კიდევ - ოჩოპინტრე!

მონადირეებს აფრთხობდნენ,

ბოროტებსა და ფინთებს.


მაგრამ ჩვენს პინტრე ბიჭუნას

ემართა ძილის ქირა,

თუ ერთს ჩასთვლემდა ხის ძირას,

ეძინა მთელი კვირა.


იმ ბოროტ მონადირეებს

ამ დროს სწყალობდათ ბედი: 

ხან ცხოველს ჰკლავდნენ,

ხან - ფრინველს,

რაღა უნდოდათ მეტი?!


გოგო კი მუდამ ფხიზლობდა,

ქარებს ატანდა ისარს,

რომ მონადირის ნასროლი

არ მოხვედროდა მიზანს.


ოჩოპინტრეს და ოჩოდალს -

ნადირთ ჯოგების მწყემსებს,

არც გრიპი ემართებოდათ,

არ უკეთებდნენ ნემსებს.


- არც ზღაპრებს არ უყვებოდნენ?

- არ დადიოდნენ ცირკში?

- გეყოთ, დახუჭეთ თვალი და

თავადვე ჰკითხეთ ძილში.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen