|
ტოკავდა... ტოკავდა პატარა ნარგიზი, პატარა ნარგიზი კოხტა და ფაქიზი; ტოკავდა... და მიკვირს, თუ რამ აატოკა, ტოკავდა უქაროდ, ტოკავდა მარტოკა!
და ქალის გულ-მკერდსა დავაკარ ღილადა. და გული აღმოჩნდა ისეთი ცივი, რომ გაქვავდა ნარგიზი... გაჰყინა წყეულ დრომ.
და ვამბობ, რომ ქალებს არა აქვთ ღრმა გრძნობა... და, მაშ, თუ უღვივის ქალს გრძნობა ფაქიზი, - რად დაჭკნა ნარგიზი?! რად დაჭკნა ნარგიზი?! |
| პოეზიის გვერდი • • • |


