|
გრილი სალონი და ჭიქაზე ბაგის შეხება, ოცნება ტკბილი, გრძნობისმიერი. და ზოგჯერ შუბლზე მძლე ვეზუვის ცეცხლის შხეფები, რბილი ჰაერის გადაცელვა ხელით ძლიერით.
ხანძარი, ომი, პლატონი თუ რენე დეკარტე, სისხლს წაეკიდა შამპანური და ლიქიორი - ცეკვა, სიმღერა, სიგარები, კვამლი და კარტი.
ერთურთს გადასცეს სასმელისგან ნაწოვი სიტკბო, წამით იგემეს არნახული რამ გატაცება, ზღაპარი თითქო.
- ეს იღიმება სალონი მთელი. |


