კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 15:07

 

ის მიიცვალა, - ჩამოეშვა ფარდა მშვენების,

ბნელს შეენივთა ბალდახინი მოჩარდახული,

ატყდა შეჯიბრი პოეტური აღმაფრენების

და ცრემლიანი სასმისების ყალბი ჯახუნი,


როტვა ენების - უსამართლო მზის დაბნელების,

მკვდრის განდიდება - უსაზომო და არნახული

და შეჰყურებდა თვალთმაქცობის ნაცნობ ბენეფისს

ნაღვლიანი და უილაჯო ჩვენი ხახული.


და ვარსკვლავეთის მგლოვიარე კატეხიზმოდან

მიცვალებულის დაბნეული ხმები ისმოდა:

ის გაქცეოდა სამარცხვინო გამათხოვრებას


და - სივრცეების განახლებულ წელთაღრიცხვებთან -

ეგებებოდა სიჩუმეში ახალ ცხოვრებას

და ხვალინდელი შეხვედრისთვის ზრუნვას იწყებდა...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen