კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 23:06

 

ასე არის, მუდამ ასე, 

შურისგება ვიცი მოდის,

შენ ჭაბუკის მუდარაზე

თუ ხმამაღლა იცინოდი;


თუ არაფრად არა სთვლიდი

ჩემს მუდარას და გოდებას

ახლა თურმე ჩემი მშვიდი

გამოხედვა გაგონდება.


ლამაზმანო, თუ მწუნობდი

და მზერასაც მარიდებდი,

სხვა მიყვარსო - წუწუნებდი,

სხვა ნახეო - მარიგებდი.


ეხლა რაღამ გამოგცვალა

მიპასუზე რაღას ელი?

ეს არ არის გამოცანა,

გაჭირვებით ასახსნელი.


თუ ნატყვიარს, ომგადახდილს,

მინახულებ, მომეხვევი,

ბროლის ცრემლებს ნუღარა ღვრი

მოგოგმანდი, მომე ხელი.

 

პოეზიის გვერდი    • • •   პოეზია - ოთარ ჭელიძე  • • •    ოთარ ჭელიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen