კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 23:44

 

თათიას

 

დიდნენეს კალთებთან დავტოვეთ, მთაში,

ჩვენი თმამტევნება, ბანდალა ბავშვი...

დიდნენე გოროზი ქალია, მძლავრი,

ფუძედახურული ვაზით და ყავრით.

ღმერთები?! -

ღმერთებთან ვერაა კარგად,

ყოფნის რაც ჯანღი და ბალღამი ბანგა,

სულ ქვევრში აბუდრებს ალლაჰს და ქრისტეს,

მას მისი ღმერთი ჰყავს და იმ ღმერთს მისდევს.

ისე კი... იდუმალს თავისი მიაქვს,

ჯვარს მისუნებლიეთ დაუსვამს ხმიადს.

დიდნენე ამ მთების ნუსხაა ღვიძლი,

რომელ ლოდს რა ტკივა, პირწმინდად იცის.

რომელ ხევს რა ხაფრავს, პირწმინდად დახსნის

და ბლიკვს მიუღერებს რეგვენს და თახსირს.

დიდნენე პირველი ჯანყია მთაში,

სხალთა რომ ურდულებს დასტაცა მაშინ...

მას დღესაც ბევრი აქვს ჯავრი და წყლული

და არე-მიდამოს გარგანით უვლის.

დიდნენემ ამას წინ მოგვწერა ნაღვლით,

- არ მოგენატრათო, ოხრებო, ბალღი?

და აგერ, ერთი თვე გასრულდა უკვე,

ჩვენსაა ბალღი და ვერაფერს ვუგებთ.

ენას გვიწუნებს ციცაქალა,

საყველპუროს და საქალაქოს,

საბას ლექსიკონს ვიშველიებთ,

მტრისას! - ჩვენ რომ ვლაპარაკობთ.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen