კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 23:54

 

 

ნინო სადღობელაშვილს

 

მე ვარ წითელი ჭიამაია,

ხელისგულზე რომ დაგიფრინდა.

ისე დაბინდდა,

გზას ვერ ვიგნებ.

არც დარის რამე გამეგება,

არც ავდარისა...

თეთრი მთვარეც

ანგელოსის პეშვი მგონია,

შენ ერთმა მაინც არ დამაძალო

მე გაფრენა

ჩასული მზისკენ.

ნუ მომატყუებ,

რომ მაპოვნინებ

დაკარგულ დედას.

ჩემს წითელ ფრთებში ქრისტეს სისხლია.

ასე დავეშვი მაშინაც ძელზე.

ტიროდა დედა

და რა ვიცოდი,

რომ წითელ ფრთებზე შავი ხალები -

საფლავები - აყვავდებოდნენ.

წვიმდა და ქუხდა.

როგორ მინდოდა

იმ ხელისგულზე ღამის გათევა.

სისხლის წვეთები ჩემი და-ძმა

რატომ მეგონა?

ცეცხლში ცვიოდნენ   

პაწაწინა ანგელოსები...

იმ დღის მერე

აღარ მინახავს აღარსად დედა.

ვერ მაპოვნინებ...

ნურც მესამე დღეს დამპირდები

ქრისტეს აღდგომას.

მე მისი სისხლის

სამი წვეთი გამოვიყოლე.

ფრთებით დამაქვს,

რომ დავუბრუნო,

ვერ კი ვპოულობ...

ალბათ დღესაც ვერ გავიგონებ,

როგორ ააფრენს ანგელოსის ხმა

ჩემი ფრთების

წითელ ხსოვნას

ხელისგულიდან:

“ჭიავ, ჭიავ, მაპოვნინე,

მე შენ ქრისტეს გაპოვნინებ!”

დაე, მეგონოს

ეს ხელისგული ჩემი სამარე

და ჩავიძინო

აქვე, ყვავილში -

სიზმარმღვიძარე

ღმერთის თვალებში

სამი წვეთი სისხლის ამარა...

ოღონდ მადროვე,

თუნდ ერთი ღამე,

ქრისტეს ლოდინში,

შენს ხელისგულზე

მაძინე ტკბილად.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen