|
რამდენ მდინარეს არბევს ეს დატეხილი მთები, დემონისას ჰგავს წარბებს მძლავრი ნიაღვრის ფრთები.
როგორც ქარული რაში, და ბუდეები ორბის მიჯგუფებულა მთაში.
ჩანს ნანგრევები შორი, ჩქარი მდინარის რიყეს რგოლებს აზომებს ქორი.
მთებს ეპარება რული: ჩქარა დაეშვი, ღამევ, და დამიმშვიდე გული.
ფიქრი მომეცი წმინდა, ვისაც ვენდე და მინდო, კვლავ მომაგონდეს, მინდა.
მინდა ახალი რამე, გაბრწყინვებული მთები, განათებული ღამე! |
| პოეზიის გვერდი • • • |


