|
წუწკი ძაღლივით მლოკავდა ტალღა, ვიღაცას ჩემი სილაღე შურდა, შენი ალერსის სურვილი მწვავდა და ზღვის ტალღებში სცვიოდა ხურდა.
არ მიქარვებდა არავინ ნაღველს, ტკივილი გულის საფარველს ხევდა და კბილებს შუა მიქცევდა ბაგეს.
ყველა განსაცდელს დახვედრა უნდა, გბაძავდი, როგორც პატარა ბავშვი და ზღვის ტალღებში სცვიოდა ხურდა. |


