|
როგორ დამღალეს უაზრო ქროლით, ნიავ-ქარობენ ზამთრის ქარები, შენ გაოცებდა პირველი თოვლი მე - აღმაფრენა შენი თვალების. ვეღარსად შევხვდით, გეძახი - სად ხარ? ტრფობის ტაძართა რეკენ ზარები.
არ უთოვია ამგვარად თითქოს. არ მახსოვს, კარგო, ასეთი თოვა, არც შენ წასულხარ ჩემგან ასე შორს. შენ მიმატოვე თოვაში, ქარში, დამიბრუნდები ნუთუ არასდროს?
არის თოვლი და არის მოწყენა, ნუ გამიმეტებ დავრჩე წარსულში, შენი სიშორის მიჭირს მოთმენა. შემომიარე, მე ხომ ბავშვურად მკმარა იმედი, ფიფქის ოდენა.
ნიავ-ქარობენ ზამთრის ქარები, შენ გაოცებდა პირველი თოვლი, მე - აღმაფრენა შენი თვალების. ვეღარსად შევხვდით, გეძახი - სად ხარ? ტრფობის ტაძართა რეკენ ზარები. |


