|
შენ, ნისლიანი მთების არწივო, მაგ ჭიუხებში რა დაგრჩენია? დაფიქრებული უცქერი ზეცას მითხარი რაზედ მოგიწყენია.
მარტოობაში წლები მიდიან, ნუთუ არწივთაც იცით მოწყენა, ნუთუ არწივთაც დარდი იციან?
პირისპირ შეხვდი უბედურებას, გადაუქროლა ნაცნობ ქარაფებს და შეეხიზნა უცხო ბუნებას. შენს ბუდეს სხვისა ბუდე არჩია, როგორც სჩვევია ქალთა გუნებას.
სადმე ქარაფზე შეწყვიტა ფეთქვა, იქნება მაშინ არ იყავ მასთან, - რომ შენთვის ბოლო სათქმელი ეთქვა.
გული სტკიოდა ცრემლის დენამდის, კვნესამ, გულიდან ამოხეთქილმა, ვერ მოაღწია იქნებ შენამდის...
მარტოობაში წლები მიდიან, არწივო, იქნებ შენი თვალები, წარსულ დღეების გამო სტირიან. |


