კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 18:46

 

სახეები ცეცხლიდან

 

ცეცხლზე დაეცა მისი სული როცა მღეროდა,

ალი დალია და უფსკრულში გადაერია.

შხამით აღსავსე ყვავილების მსუბუქ ღეროთა

იგრძნეს მარტოდენ, რომ საბრალო - გადაირია.


სტკიოდა გული და ნუგეში ჰქონდა არავის.

მაგრამ ბავშური ატირება ხშირად იცოდა. 

თვალებში ჩარჩა ბევრი ცრემლი დაუფარავი.

როდესაც თრთოდა, ღამეებით. როცა იწოდა.


მის იერს კვალი უიმედო დაჰყვა თავიდან.

ამბობდენ: იგი სიზმარია, ჩრდილთა მისანი.

რადგან მოჰქონდა ღამეების ყრუ საფლავიდან

ჰანგები ნისლი და ლანდები ოქროისანი.


ერთხელ უპოვეს სიხარულის თეთრი სიალე,

მოსული წუთით, უხილავის წამოსასხამით.

და მაშინ თურმე მის ბაგეთა გაიშრიალეს:

„ვიყავი წყლული და იარა კეთროვან ღამის“.


ეხლა სხვა არის მისი სახე. შავია ზეცა.

და ღამეებში შემოსული სხვა ჰაერია.

იგი მღელვარე აღტაცებით ცეცხლზე დაეცა.

ალი დალია და ჭაბუკი გადაირია.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen