|
მზეს აცილებდა მზესუმზირა დაბლა თავდახრით, ყვითელი ფერი დაღვრილიყო მწვანე მინდორზე. ერეკებოდნენ შინისაკენ მწყემსები ნახირს, საღამო იდგა ბუნებისგან შექმნილ ტილოზე...
უსტვენდა სიო ბინდისპირულს, დღეს აცილებდა. ჩიტებს ნისკარტით ჩამავალი სხივი ეკავათ, გათენებასთან შეგებების გამოცდილებით...
გაწოლილიყო მზე შუაგულ ხორბლის ყანაში. თითქოს მზემ მიწას ბოლო სხივით მიუალერსა, მოწითალო თუ მოყვითალო ფერთა თამაშით. |


