|
ნუ მომასმენთ გლოვის ჰანგებს, მაღრჩობს ცრემლთა მდუღარება, რომ ცხოვრება ისე ჰქრება, როგორც უხმო მწუხარება.
და მუსიკა ააკვნესეთ, რომ დაღალულს მიმეძინოს!
მას ამოდ მიხატავდა შუაღამის ფიქრთა გროვა.
დიდხანს ვძებნე იგი ბრბოში, მაგრამ გულმა ის ვერ ჰპოვა.
და ცხოვრება ჩემი იყო როგორც ნისლი, როგორც გლოვა.
და სიცივემ თეთრი თოვლი თეთრ სუდარად დაათოვა.
თუ ის ლანდი შორეული ეხლა მაინც აღარ მოვა!
და მუსიკა ააკვნესეთ, რომ ტკბილ ხმებში მიმეძინოს! |
| პოეზიის გვერდი • • • |


