კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 01:23

 

 

 

იყო და არა იყო რა,

იყო ერთი მწერალი -

ჯანმრთელი-ჯანმრთელი რო,

გული სად ჰქონდა, არ იცოდა.


(კაცმა თქვას, ის კაცი

მწერალი არც იყო,

თუმცა საქართველოში იოლია,

არამწერალი მწერლად გამოაცხადო.


პირიქითაც შეიძლება -

მწერალი გამოაცხადო არამწერლად -

გული დაწყვიტო,

გული ატკინო,

ან სულაც გული გაუხეთქო.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება,

თუ იმ მწერალმა იცის,

გული სადა აქვს...).


მოკლედ, ცხოვრობდა ის ჩვენი არამწერალი მწერალი

ხალისიანად -

გულთან არაფერი მიჰქონდა!

ალბათ იმიტომ, რომ,

უბრალოდ, არ იცოდა,

გული სად ჰქონდა.


გამოხდა ხანი და

მოხდა უცნაური რამ:

არამწერალ მწერალს

სწორედ გულმა უმტყუნა.

მეგობარმა კარდიოლოგებმა ამიხსნეს:

თურმე ჯობს, ადამიანმა იცოდეს,

სადა აქვს გული ,

(რატომ აქვს გული. ვისზე შესტკივა გული.

ვისზე მოსდის გული. ვისთვის უცემს გული და ა.შ.)...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen