|
აქეთ მიწვევდნენ ჩემი ფიქრები, წინ მომიძღოდა თეთრი აპრილი, შორს ჰორიზონტზე იწვა ნისლები, თითქოს რძე იყო მთებზე დაღვრილი.
ნისლად ეხვია ალუბლის რტოებს, მაგრამ აღმართზე მე გავასწარი, ის კი მდინარის პირად დავტოვე.
შორით კოშკები ჩანს ნახანძრები; ცხენისწყლის ტალღებს ფიჭვის მორები წელზე ჰკიდია, როგორც ხანჯლები.
გადაიარეს ზამთრის წვიმებმა. მიკვირს, ამდენი კლდეების ტვირთი მიწას სრულიად არ ემძიმება.
მთებს გადავცქერი სულგანაბული და მიხარია, გულს უხარია, რომ ამ მთებშია ჩემი მამული! |


