კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 00:02

 

ცხოველ მზის სხივით დღისით გულს ითბობ,

ღამით კი მთვარე ხვაშიადს განდობს,

ნაძვნართა გროვა დარაჯად გიდგას,

ჩანჩქარა წყლები ზღაპრებს გიამბობს.


ჭექა-ქუხილი ელვას გიგზავნის,

ცისარტყელები ლამაზ რგოლს გავლებს,

თოვლის ნაჭრები დაჰკერებია

მიუწვდომელსა შენსა მწვერვალებს.


თეთრი ღრუბელი თავს დაგქათქათებს

და გაელვარებს მრავალ ფერებად,

ტყეში ნიავი ღამეებს ათევს,

ქოჩორსა გიშლის და გეფერება.


ხან სახეს იცვლის მთელი მიდამო,

ნისლით და ღრუბლით დაიბურება,

ქრება მზის სხივი, თავსა ხრის მძიმედ,

ადამიანთან ერთად ბუნება.


თვისკენ მეძახის, თავისთან მიხმობს,

ამოსასვლელად მწვერვალი შენი,

ჩემი სამშობლოს ნაგლეჯი რომ ხარ,

იქნებ, ლამაზო, იმისთვის შვენი!


ხან, არ დავმალავ, შურს ვგრძნობ შენდამი,

რომ მე არ ძალმიძს შენებრივ დგომა,

ეგრე ამაყად, ეგრე უშიშრად,

რომ არ გამღუნოს აროდეს დრომა.


მიყვარხარ, მთაო, მიყვარხარ მიტომ,

რომ ლამაზი ხარ, მიუწდომელი,

და კაცის ხარბი გულიც მას ეტრფის,

სანამდის მას არ მისწვდება ხელი.


გაქრება წლები, მეც მას გავყვები,

სხვები გეწვევა, შენ კვლავ იქნები,

ათასი მეხიც თავზე დაგეცეს,

თავმოუხრელად მედგრად იდგები!..

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen