კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 14:09

 

საწუთროვ სახედავადა,

ბუნებავ, ჩვენო ლალაო!

მაღლა ცავ, მასზე მზე-მთვარევ,

ვარსკვლავო დაუთვალაო,

და ოთხსავ კუთხეს, ნიავო,

ნისლთ-ღრუბელთ გადამლალაო!


გიცქერთ... და თვალი ვერ ჰძღება

თქვენისა სიყვარულითა,

არც თქვენი ბგერა, ბიბინი

მომეწყინება ყურითა;

აქა ვარ, მატკბობთ და მოვკვდე -

იქაც გამყვებით გულითა...


და მერე, ჩემო ფშავეთო,

თავის მთა-გორებითაო;

თავის ქალით და ვაჟითა,

ცხვარ-ძროხის ფარებითაო,

თავის ხატით და ჯვარითა,

არაგვის ჭალებითაო,

მიყვარხარ აწიწებულით

გენაცვლე თვალებითაო!


ვენაცვლე გოხსაც უშნოსა

მე შენსას თავ-ხავსიანსა,

უსრო-ბუსროზე სოფლებსა,

ღელე ხევ-ხუვებს ტყიანსა,

ქვევით არაგვის ხან გრგვინვას,

ქუხილსა ომახიანსა.

ხან გველებრ, ვერცხლის შიბივით

ხლაკნვა, ღიმილსა ტიალსა!


მიყვარს ბილიკიც არაგვის,

პირ-პირ რომ მიიკლაკნება;

წამს გამოჰჩნდება ერთზედა,

სხვაზედ კი დაიკარგება.

ხან გაიშლება ჭალაზედ,

ხან კლდეზე შაეკმაკება.


თავს რომ გადგია ერთთავად

ხეები ჩეროიანი,

გაჟონავს თავზედ წინწკლებსა

კლდეები წყაროიანი,

იქვე ჰდუღს გვერდზედ მუჯები

შუშხუნა, გემოიანი!


მიყვარს და მიყვარს მიწური

ფშავლის მჭვარტლიან სახლაი,

იქითით საძნოვარ, კალო,

წინ საბძლიანი თავლაი,

გარს ეზო, მერე სახნავი,

ბაკი, შიგ ძროხის ფარაი.


სადილ-ვახშამზედ ფშავლის წინ,

ხონჩაზედ ხმელა პურაი.

შესატანებლად ან ხაჭო,

ან კიდევ ყველის ყუაი,

საჯერისთაოდ ხინკალი,

მარხვაში - შვინდია წუაი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen