კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 19:10

 

მთაში შევხვდი მწყემს ვაგიფ ზაგიროვს. იგი თავის ენაზე მღეროდა ნაწყვეტებს "ვეფხისტყაოსნიდან“.

ვაგიფს ჩვენი ენა ქართველი მწყემსებისაგან შეუსწავლია და "ვეფხისტყაოსანიც" თვითონ უთარგმნია.

 

ჩამოისვენებს ვაგიფი ქვაზე

და კავკასიონს თვალებში უმზერს,

ხან ბობოქარი და ხანაც ნაზი,

იფრქვევა ხმები აღაჩყომუზის.


ჭიუხში რეკავს ხმა საამური

და ბალახებიც ქცეულან სმენად.

სუნთქვაშეკრული მოდის სამური,

შეუწყვეტიათ ფრთოსნებსაც სტვენა.


ჩანან ქალები ნისლების თავშლით,

მწვანე ნაბდებით დამდგარან მთანი.

ყუმიხი მწყემსის საამო ხმაში,

მე რუსთაველის სუნთქვა ვიცანი.


სად უნდა ვხნა და სად უნდა ვთესო,

ანდა სად უნდა გადავიკარგო,

რომ წინ არ დამხვდე ქართულო ლექსო,

რომ წინ არ დამხვდე ქართულო ჰანგო.


ჰა, ხმები, ხმები აღაჩყომუზის,

"ვეფხისტყაოსნის" სტრიქონებს ჰგვანან.

ნეტავ, მეუფე ქართული მუზის,

ამ მაღალ მთებში ვინ მოიყვანა?


ჩვენ რომ დიდ გზებზე დავალთ და ვშფოთავთ,

ისიც ამ გზებზე დადის ეგების.

ისე, ვით დავითს, იქნება შოთას,

თავზე დაეცნენ სადმე ლეკები.


გადმოატარეს შიშველ ტრამალებს,

დაღესტნის მთებში დაუდეს ბინა.

მერე საკუთარ გულში დამალეს

და დღემდე ვერვინ მიგვაგნებინა.


ვეძებთ და ძებნით ვერაფერს ვხდებით,

ოცნება ჰქვია სამარეს მისას

და უნახავი საფლავის ქვები

ჩვენშია დარდად, წვიმად და ნისლად.


დღეს სიხარული ვით არ შემმოსავს,

პირისპირ შევხვდი ჩემს დიდ წინაპარს.

მე დაღესტანში ვლოცავ შემოსვლას,

ბურუსით მოცულ გზებს რომ მილამპრავს.


რუსთველი აი, ამ მთებში დადის,

როგორც სიმღერა და აღმაფრენა.

თუ არა შოთამ, მითხარით, ვაგიფს

ვინ შეასწავლა ქართული ენა?!


არვინ თქვას თითქოს დასადაფნავი,

მისი სამარეც დაკარგულია.

თუ მოკვდა, შოთას ერთი საფლავი,

მწყემსი ვაგიფის ცხელი გულია.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen