|
აგერ ვაკე მინდორია, ხეები დგას ირგვლივ ჯარად, წრე შეუკრავთ პაწაწინებს, წრეში მწკრივად ჩამომდგარან.
ტრიალებენ როგორც ჯარა, - დოლი მღერის: „ვათამაშებ ამ პატარას, იმ პატარას, იმ პატარას, ამ პატარას!“
და ქართული დაუარა, ფეხებს ისე ათამაშებს, მიწას არც კი წააკარა;
გადაიქცნენ ნიავ-ქარად, - დოლი მღერის: „ვათამაშებ ამ პატარას, იმ პატარას, იმ პატარას, ამ პატარას!“
დავლური და განდაგანა; ცეკვაში რომ სხვას ჩამორჩეს, მათში არის ვინმე განა?
რეზომ - მზია და მანანა, - დოლი მღერის: „ვათამაშებ ამ პატარას, იმ პატარას, იმ პატარას, ამ პატარას!“
ყველამ ფეხებს აუჩქარა, ტრიალებენ მხრებგაშლილი ჩიტუნების დასადარად;
პატარების გასახარად, - დოლი მღერის: „ვათამაშებ ამ პატარას, იმ პატარას, იმ პატარას, ამ პატარას!“ |


