კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 23:28

 

კვლავ შემომაწვა დაკარგული ოცნების სევდა...

ფიქრებს მოასკდა იისფერი წვიმების თქეში...

შენ უკან დამრჩი სინანულად... - სულ თან, რომ მსდევდა...

თუმცა, - იმედი გაზაფხულის... - დატოვე ჩემში...


დარდი მოწვეთავს საწამლავად გულის საკნიდან...

ნისლმა დაბურძგლა მზის სხივების ცელქი კიაფი...

ქარი ამღერდა მიჯნურივით თითქოს სარკმლიდან...

და უნებურად გამახსენა ედიტ პიაფი...


მერე მომხვია... - გამიტაცა წარსულ რეალში...

წამი შევავლე სიყმაწვილის ნაცნობ ლელიანს...

გარინდულ ღამის მოჩურჩულე ვერხვთა შრიალში...

მთვარის სხივები ძველებურად ისევ გველიან...


მაგრამ, - მირაჟი წამიერი, - კვამლივით გაქრა...

ფიქრებს მოასკდა იისფერი წვიმების თქეში...

შენ უკან დამრჩი და ოცნებაც ნატვრებად ჩაქრა...

თუმცა, - იმედი გაზაფხულის... - დატოვე  ჩემში!..

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen