კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 13:46

 

მითომ მოვმკვდარვარ, გაუვლავ

სამი-ოთხს საუკუნესა,

მერე ავმდგარვარ, არაგვის

პირ-პირ შევავლევ ჰუნესა.


ვცნობ არემარეს ტურფასა,

ჩემის სამშობლოს მთა-ბარსა,

დაწუხებული გრძნობებსა

ვეღარ ვართმევდი თავწყალსა.


ჯერ არ ვიცოდი ნახული,

რას მიმზადებდა ამბავსა,

მამულისათვის მფიქრობელს,

მის მომავლისთვის დამწვარსა.


ერთგვარი შიშით შეკრული,

მივალ ზეაუხედავი,

წინ შემეყარნენ კაცები...

„ვინ რა არიან ნეტავი?“

თავისთვის ვფიქრობ, ვერ ვკითხავ

რაღაცა გაუბედავი!


თავის სამშობლო, მამულში

უცხო დუშმანიმც არია!

სალამი მომცეს. დამიწყეს

ქართულად საუბარია!


დახშულმა გულმა იფეთქა,

ბნელი გააღო კარია,

ისევ მქონიყო სამშობლო,

მისი მთა, მისი ბარია.


ვიხილე გარდაუვალი

შედეგი ისტორიისა:

სიყვარული და ერთობა,

კავშირი კავკასიისა,

და მასში ბაირახტრობა

მხცოვანის ივერიისა.


ვიხილე ჩვენი მამული,

მდიდარი, განათლებული,

და ბჭენი მტკიცე იმისნი,

ზეცამდე ამაღლებულნი,

როგორც მყინვარი, უძრავ ქვა,

კუთხედზე დამაგრებულნი.


ტოლებიც დამცოცხლებიყვნენ,

ჰყვავოდნენ განათლებულნი,

მივაქანებდი ცხენებსა,

ვმღეროდით დალაღებულნი...


ვგალობდით მშობლიურ ხმებსა,

გუშას მთიურს და ბარულსა,

ლიხს იქითლები ჰანგებსა,

რაჭვულ, იმერულ, გურულსა,


არაგველები არაგვულს,

კახელნი კარდანახულსა,

და მეტივურსა ახლები,

ნოტებში ამოკითხულსა!


ახლებს ვუყვარდით, გვხვდებოდნენ

პირზედ ამბორის ყოფითა,

ჩვენც "ვაშა", "ვაშას", ვაყრიდით,

გადავდიოდით პროშტითა.

ნეტამც სიზმარი არ იყოს,

გავძღე იმათთან ყოფნითა!


აღარ გვზარავდა სიკვდილი

მე და ჩემს ამხანაგებსა,

აღარ ვგონობდით სამარეს,

ქვა-მიწით ამონავსებსა,

და მგრძნობელ გულსა ჭიისთვის

მიწაში გამოსადეგსა.


ჩვენის პოეტის არ იყოს:

„საფლავი დაკარგულიყო“.

მშობელი ერი წინ იყო,

ჩვენი სიცოცხლეც იქ იყო.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen