|
ნიავი დაქრის... სასაფლაოზე ღამე ეშვება... მთები ბინდდება... შემოვა ქალი, დაჯდება ქვაზე და მწარედ, მწარედ აქვითინდება.
ცრემლები კიდევ - ყვავილთა ძირებს, გამოიგლოვებს სიყვარულს პირველს, სიცოცხლეს თვისას გამოიტირებს.
თვითონაც იცის, რისთვისაც კვდება - არ განახლდება კიდევ იგი დრო, ბედნიერება არ დაბრუნდება! |
| პოეზიის გვერდი • • • |


