|
აშლია სევდა ნამეხარ მუხას, დუმილი მეფობს ნაფუძარ ქოხში, დაუმალია უბეში უღრანს მზე - როგორც ციცქნა კონკიას ქოში.
ამხიარულებს ხანდახან ბუხარს, მერე ბელებით ეწვევა დათვიც და ავიწყდება დარდები მუხას.
მოუტანია მეზღაპრეს გუდა, ასე აღმოჩნდა აქ გველეშაპი, ნაცარქექია და წითელქუდა.
მეც საზღაპრეთის ვეძებ გასაღებს, საკუთარ თავთან მარტო რომ დავრჩი, სული ზღაპარში გადავასახლე...
ღამის თევა და ციალი ცეცხლის... და ქილა ერბო დაატყდა ურემს, ცამ ჩამოფიფქა უღრანში ვერცხლი. |


