|
(საიუბილეოდ დაწერილი)
ძვირფასო მოსაგონებო, მხცოვანო, ჭაღაროსანო, გულწრფელად მოგესალმები, ჩვენო უკვდავო მგოსანო!
მშობელ ქვეყანას შეჰწირე, და სამსახური ისეთი ჩვენთვის ანდერძად გაჰწირე.
მგოსანს მგოსნურად გებარა, და ჭირ-ვარამიც დღიური, შენს თვალს არ გამოეპარა.
გამაპობელი გულისა, და ნაღვლით სავსე ფიალთან, მწვანე რტო ზეთის ხილისა!
ქართველის გული მოიგე, და სამუდამოდ იმაში სიცოცხლივ ძეგლი აიგე.
მოგცეს და გაგიმარჯვოსა, კიდევაც დიდხანს გაცოცხლოს, ნანატრიც აგიცხადოსა! |


