კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 16:27

 

მიგლოვდით მეცა მოყვასნო,

სოფლისა განაწირებსა,

აწვე შთასრულსა საფლავად,

მეცნთაგან დასატირებსა.

მოვსთქვამ სულთქმითა საბრალოდ,

ძნიად სათქმელსა ჭირებსა,

მსმენელთა შესაბრალებლად,

ჭმუნვათა გასახშირებსა,

ვარდთა დასხმულთა ედემით,

მჭვრეტელთა განსაკვირებსა,

ვაჲ, კიდეგანთა მამულთა,

სამყოფთა განა მწირებსა,

მიგლოვდით მეცა მოყვასნო,

სოფლისა განაწირებსა,

აწვე შთასრულსა საფლავად,

მეცნთაგან დასატირებსა.


იგრგვინვა ცამან ჩემზედა

რისხვითა საშინელითა,

დაჰფარნა ჩრდილოთ ღრუბელმან

მნათობთ არენი ბნელითა,

წარხდეს წალკოტნი მაღალნი,

ჵ, საცთურითა ძნელითა,

ვაჲ, დიდებულნი პალატნი

იქმნა მტერთ საცინელითა,

აწ განწირული უწყალოდ,

ვიწვი ცეცხლით არ ნელითა,

სად ხარ სიკვდილო, რას ჰყოვნი,

არ მიმცემ დღესა მცირებსა?

მიგლოვდით მეცა მოყვასნო,

სოფლისა განაწირებსა,

აწვე შთასრულსა საფლავად,

მეცნთაგან დასატირებსა.


დაბრუნდა ეტლი უკუღმა,

წარხდა დღე კეთილ მზიანი,

დაემხო ტახტი მაღალი,

რა ბედნიერი, სვიანი;

განჰქრივნა ვარდნი სატრფონი,

არღარა ჰყვავის იანი,

განმწარდა ყოვლნი შვებანი,

ტკბილნი, საამო ხმიანი.

აწ საწუთროსა მდურავი,

ვსტირ უბედური დღიანი,

დაბნელდით თვალნო მტირალნო,

ჰხედავთ რას განსაცვიფრებსა!

მიგლოვდით მეცა მოყვასნო,

სოფლისა განაწირებსა,

აწვე შთასრულსა საფლავად,

მეცნთაგან დასატირებსა.


დახდა მზე იგი აზიით,

აწ ჩრდილოთ მოეფინება,

მიგვიხვნეს მსწრაფლად მთიებნი,

ვით უძლოს გულმან თმინება?

არ დაჰსცხრა ჩვენზედ მარადის

სოფლის საცთურთა შინება,

ამად მაქვს თვალთა ნიადაგ

სისხლისა ცრემლთა დინება,

ჵ უბედოსა რა სოფლით,

მომეცა ეზდენ წყინება,

ნუვინ ეტრფობით სოფელსა,

ცრუსა და მუხთლად მზირებსა.

მიგლოვდით მეცა მოყვასნო,

სოფლისა განაწირებსა,

აწვე შთასრულსა საფლავად,

მეცნთაგან დასატირებსა.


რა ითნო დიდმა მთიებმა

მაღალ - გვარ მტილთა შლილობა,

დაბინდდა ხმელთა არენი,

არღარა აქვსთ ვარდთ შლილობა.

განკრთეს მნათობნი ყოველნი,

აწ ღრუბელთ იწყეს ჩრდილობა,

შვიდთავ ცთომილთა ზარ ტეხით,

ქუფრ ხვევით ჰაერ ცვლილობა,

ჰსცანით ყოველთა, ესე არს

სოფლის ქცევა და ზრდილობა,

არვის ითვისებს, არ ინდობს,

არ მაღალს, არცა მცირებსა,

მიგლოვდით მეცა მოყვასნო,

სოფლისა განაწირებსა,

აწვე შთასრულსა საფლავად,

მეცნთაგან დასატირებსა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen