კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 21:12

 

გულში მზის სხივი გაყრილი მაქვს, როგორც ხანჯალი

და ჩემს ძარღვებში მოგრიალებს შმაგი არაგვი.

სიყვარულისა, - სამშობლოში დაუხარჯავის, -

დამგროვებია უსაშველოდ დიდი მარაგი!


ვის ვუწილადო ეს ტრფიალი? ვინ დამიფასებს,

რასაც სათუთად ვინახავდი მთელი ცხოვრება?!

ახალგაზრდული ჩემი გრძნობის უჭკნობ სინაზეს

საქართველოში დღეს გამგები ხომ ეყოლება!


გადამიქროლეს წლებმა თავზე! ერთი გაფრენით

ამიქარბუქეს სიჭაბუკე და დაიმდორეს

და მშობლიური ენის გარდა, სხვა არაფერი,

ო, არაფერი, არაფერი არ დამიტოვეს!


აღარ არსებობს ის წალკოტი, ის ხეივანი,

სადაც ყმაწვილურ შთაგონებას უნდა ეხარა.

დაბერებულა ის გოგონაც ქერათმიანი,

სოფლის წყაროსთან ოდესღაც რომ შემომეყარა.


აღარ არიან მეგობრებიც, ვისი მერმისი

უნდა მეგზურად გამყოლოდა კუბოს კარამდე:

ჩემი ფარნავაზ, ჩემი შამშე, ჩემი თენგიზი

ვეღარ გადმოვლენ ვერასოდეს ჩემთან ალავერდს!


დაწყვეტილია ჩემი დიდი ფიქრის სათავე,

ახალ სიმართლეს ქადაგებენ ქვეყნად მოგვები.

სხვებმა ითავეს ჩემი საქმე და მოათავეს,

და ვერც ოსტატად, ვერც შეგირდად ვერ გამოვდგები!..


დრო კი იჩქარის... და მე განვლილ დღეებს ვაჯამებ,

ბევრი დავთვალე, კიდევ ბევრი მაქვს დასათვლელი.

და სიყვარული, სამშობლოში რომ ვერ დავხარჯე,

ჩემს გულში ნელა იღვენთება, როგორც სანთელი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მიხეილ ქვლივიძე  • • •   მიხეილ ქვლივიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen