|
იგი ღიმილით მეწვია მაშინ, როცა უძლურის შიშით ვიგრძენი, ამაოების ჩრდილთან თამაშით როგორ მიპყრობდა სევდა ძირძველი.
მაგრამ ნახევრად იმ ბრძენი კაცის, უსულგულობის დროთა ბრუნვაში რომ დასდეს სხვისი სასჯელი მკაცრი.
თითქოს გამეხსნა დახშული სივრცე. იასამნისფრად გაბრწყინდა ზეცა, იმედის კიმპალს ნელი-ნელ ვიმცვრევ.
ბოლო ჰქონია ჩემთვის კეთილი... და მოზღვავებულ მიწის და ცის მადლს ვგრძნობ მხარზე შემჯდარ თეთრი მტრედივით. |


