კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 15:36

 

მარტის ბაგეს ქალის სუნი ახლავს, 

აპრილს დარდი შეჰპარვია თითქოს. 

მაისი კი ვარდთ მოუთხრობს ამბავს, 

ივნისს, როგორ უსაჩუქრა სითბო.


ივლისის თვეს გათეთრდება ღამე, 

აგვისტოში ასიცხდება ვიდრე, 

სექტემბერი მოგვიყვება რამეს, 

თუ ოქტომბრის ხვავ-ბარაქა ზიდე.


ნოემბერი ყვრიმალებში გასცრის, 

დეკემბერი ფიფქით ხატავს ამბავს, 

იანვარი ქათქათა და მკაცრი 

მოგვიყვება თოვლის ბებოს ზღაპარს.


თებერვალი წყალს ჩაგვიდგამს ხეში, 

ამღერდება ნაზამთრალი ქარი, 

სიგიჟის და სიყვარულის თვეში, 

მარტს საოცრად ალამაზებს ქალი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნანა მეფარიშვილი  • • •   ნანა მეფარიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen