კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 12:54

 

მთარგმნელი: ხარიტონ ვარდოშვილი

 

(განადგურება)

 

ო, იმედი და სიყვარული! გაქრა ყოველი,

და მე ვით მკვდარი,

სასტიკ ზღვიდან გამორიყული, ვწევარ ნაპირზე,

უკაცრიელ, მსუსხავ ნაპირზე.

ჩემს წინ გაშლილა ზღვის უდაბნო მბორგავ ზვირთებით,

უკან - მზარავი კაეშანი, უბედურება,

ზევით, სივრცეში მიმოჰქრიან მუქი ღრუბლები, 

მკრთალი, უსახო არსებანი ცივ ჰაერისა. 

და ნისლოვანი ვედროებით

ზღვის წყალს ქაჩავენ,

შეუსვენებლივ მიათრევენ მაღლა, სულ ზევით, 

შემდეგ ზღვაშივე გადმოღვრიან. ზათქით და თქეშით. 

უსიხარულო, მოსაწყენი საქმეც ეგ არის,

ვით ჩემი ყოფნა - დათალხული ამაოებით!


ზვირთების ბუტბუტს თოლიების კივილი ერთვის, 

და ცოცხლდებიან ჩემში ძველი მოგონებანი. 

მივიწყებული სიზმრები და მქრალი სახენი 

გარს მეხვევიან, მაწამებენ ტკბილი ნაღველით.


მე ვიცი ცხოვრობს ჩრდილოეთში ულამაზესი 

მეფურ იერით შემკობილი, წარმტაცი ქალი. 

კვიპაროსივით აშოლტილი წერწეტა ტანი

აქვს შემოსილი მხიარული თეთრი ტანთსაცმლით. 

უნეტარესი ღამისფერი შავი დალალნი,

გვირგვინისდარი ნაწნავებით მორთულ თავიდან, 

ძირს დარხეული მომხიბლავად მოეფრქვევიან 

უფერმკრთალესი სახის ირგვლივ - ციურ მშვენებას. 

მისი იერი ძალუმი და უდიადესი

ანათებს შუქით, ვით შავი მზე ჩაუქრობელი.


ო, შავო მზეო, რა უსაზღვრო აღფრთოვანებით 

მასმევდი ხშირად

ველურ ალმურს ზეშთაგონების.

ვიდექი შენს წინ, ვბარბაცებდი ცეცხლით დამთვრალი,

ამ დროს აფრქვევდი ნაზი მტრედივით უმშვიდეს ღიმილს -

მტკიცედ მოკუმულ და ამაყი ბაგეებიდან.

და შეკუმშული, მედიდური ბაგენი შენი 

მთვარის შუქივით უტკბეს სიტყვებს ამბობდნენ მშვიდად.

სიტყვებს უნაზესს, ვით ვარდების სურნელს საამოს. 

და ჩემი სული ზეამაღლდა, გაშალა ფრთები, 

ლაღად გაფრინდა ზეცისაკენ არწივის დარად.


კმარა, დადუმდით. მძლე ტალღებო და თოლიებო, 

გაჰქრა, დამტოვა იმედმა და ბედნიერებამ, 

უსიყვარულოდ ვწევარ ახლა ველურ მიწაზე, 

ქარით დაღუპულ გემისაგან შთენილი მარტო, 

მხურვალე თავით ღრმად ჩაფლული წყლიან ქვიშაში.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen