კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 13:06

 

ამ კედლის იქით, დიდ ოთახში, ლარნაკი რომ დგას,

ვერ გამიგია, ღამღამობით, მღერის თუ მოთქვამს.


აქამდე აღწევს უცნაურად დახშული ხმები,

ვარდი სურნელით მაგრძნობინებს: შენსავით ვხმები.


ოთახის ჰაერს შეუცნობელ ბგერებით დაღლილს -

კვლავინდებურად ენატრება სიტყვების სახლი:


რადგან ჰაერსაც, ჰაერსაც კი სათქმელი სტანჯავს,

დაეძებს სიტყვას - მარად უთქმელს, არსად რომ არ ჩანს.


ძველი ლარნაკის გახელილი წყლიანი თვალი,

ალბათ ჩემსავით აღსავსეა უსიტყვო მთვარით.


ჩემი ფესვებით ვიწოვ ღამეს და ძალას ვიკრებ,

მაგრამ ეს ღამე ვარსკვლავების ყვავილებს მიკრეფს.


ვეხმიანები კედლის იქით ჩაკეტილ სივრცეს,

რომ უსახლკარო  ბგერებს სიტყვა სახლივით მივცე.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გივი ალხაზიშვილი  • • •   გივი ალხაზიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen