კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 13:13

 

გადასვეს,

და თითოც ახუხეს ტაიჭებს,

შემთვრალან ხევსურნიც, ცხენებიც...

გადასხდეს,

სამ წრეზე ტაბლას დაუარეს,

ასძალდნენ,

ველური ჭენებით.

კივილი ვაჟთა და

ჭიხვინი რაშების,

დატორეს შარაგზა ნალებმა,

თავის გულის სწორებს,

ლოცვა გაადევნეს,

დამფრთხალმა ხევსურის ქალებმა.

დაჰკარით ვაჟებო,

დაწყვიტეთ მათრახებ,

თეთრონო დაკვნიტე ლაგამი...

დღეს შენი ჯერია,

ქარისებრ გაფრინდე,

ბაგაზე ხომ არ ხარ ნაბამი?!

- წყლის პირებს უფრთხილდით!

ჰკივის ცხენთ-უფროსა,

მშვიდობით,

გადასცდნენ ხიდის ყურს...

ერთურთის ქიშპობით სული ეხუთებათ,

მთვრალ ცხენებს,

ერთნაირ კუდნასკვულს.

აგერა, გაჩინდეს,

დაეტყვნენ ცის ტატანთ,

ჩაეფარ ბოლოცა დაოთხილ,

დღეს წინ-წინ მოსულ ცხენს,

გვირგვინი მიართვით,

დაწნულ ყვავილებით,

სამოთხის...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen