|
სულ სხვა შუქი დაადგება ამ ლექსს ალბათ, "ბავშვობა" თუ დაერქმევა სათაურად... ფანჯარაზე დიდ ქოთანში ჰყვავის ბალბა და საბანზე ჩამომჯდარა ხატაურა.
პერანგს გითბობს ღუმელთან და გითბობს ფეხებს, ცერებს ზევით აიშვერ და თითებს გაშლი და კედელზე ჩრდილის ძაღლი დაიყეფებს.
ბერიკაცი შემოგყურებს, როგორც იმედს, სანამ პალტოს სახელოში ხელებს უყრის, ის იცინის და მუცელი უთიმთიმებს
თითქოს დღემდე აქ არავის უტირია, იმზირება თხის თვალები ტოპაზისა და რომ სკდება, კარტოფილის მუნდირია.
გადიქცევი, მგზავრად ივლი, ვაგაბუნდად, რასაც გაგაკეთებინებს, იმას იზამ და საითაც ის წაგიყვანს, წაჰყვე უნდა...
და საბანზე ჩამომჯდარა ხატაურა... სულ სხვა შუქი დაადგება ამ ლექსს ალბათ "ბავშვობა" თუ დაერქმევა სათაურად.
მომავალი გიხმობს, ჯერ არ ეწვალები, ეს ბავშვობის ღამე დიდხანს შეიფერე, გარინდულო უკვდავების ნეტარებით.
ეს ღამე და არ გიმტყუნონ იმედებმა, ქვეყანაზე მხოლოდ მაშინ ცხოვრობს კაცი თუ იხსენებს და თუ უკან იხედება... |
| პოეზიის გვერდი • • • |


