|
შენზეა ცრემლი და შროშანი, როს ჟამი ცრემლივით გამაშრობს... ვინ იცის, ჯერ იქნებ შორს არი, ჯერ სიცოცხლობანას ვთამაშობ.
და შენსკენ მახედებს გუმანი - შორსაა ჯერ სველი ვარდები, შორსაა ბახი და შუმანი.
ჭურჭელი რჩება და სარქველი, შორსაა ჯერ ბოლო ლექსი და პალატა, სკამი და სარკმელი...
სამარეს, ხორცმა რომ მიაგნოს, დავაწერ სიკვდილის თარიღად ბოლო ლექსს, სიკვდილის დიაგნოზს...
სანამ დრო ძვალივით გამაშრობს. ჯერ იქნებ, ვინ იცის, შორს არი, ჯერ სიცოცხლობანას ვთამაშობ... |


