|
მეტკბობი, გურამიშვილო, გენდობი, ვაჟას ჩონგურო, გთხოვთ, წინაპრებო, მიშველოთ, სათქმელი გამილომგულოთ!
სიტყვა მაქვს გამოკვანძილი, თქვენს ნაგზაურზე მოვდივარ, დიდი გქონიათ მანძილი...
იმ ნაღვერდალით ვიწოდე, თქვენი ბრწყინვალე მარჯვენა საშველად გამომიწოდეთ...
დავჭიმო ლექსის აფრები, აქროლოს გულის გრიგალმა ოცნება ნაწინაპრევი!
თქვენგან პურტკბილი ხორაგი, რომ მთად ვაქციო, მწვერვალად, ჩემი პატარა გორაკი!
ეს ლექსიც ანაზდაითი, სადაც მღეროდნენ დიდებით ვაჟა და დიდი დავითი... |


