ჯო აშორდიას გარდაცვალებას
![]()
|
ჩემმა ოცნებამ ცის გაღებულ კარებს მიასწრო. მოველი ჯარებს დაისიდან, ვით კეისარი. ორი სარდალი: აშორდია და კალიოსტრო - იწყება ომი ძველებური შუბით, ისარით.
სიკვდილის ცეცხლში გაჰკივიან ამორძალები. თავის დანაკლისს იმ წუთშივე ინაზღაურებს გრაფ კალიოსტრო და სწორია ისევ ძალები.
და კალიოსტრო - ჯავაირჩი ფრთიან საპფირებს. ლურჯ და ალისფერ ლაშქრობაში მეტობს ვერავინ, მაგრამ დახევას თვალ-ლალების მეფე აპირებს.
აზნაურები ამარცხებენ ბროლის ყაჩაღებს. და რადგან ერგო აშორდიას მეფის დიდება - მარგალიტის ტახტს დაისებში ის გააჩაღებს.
თავადის ღერბი ზიარების ზამბახად შლილი. ოქროს გვირგვინით სამუდამოთ რომ გააშუქოს თავის მემკვიდრე: ვალერიან გაფრინდაშვილი. |
| პოეზიის გვერდი • • • |


