|
ღამეა და ზუის ქარი, კედლებს გააქვთ ჭრაჭაჭრუჭი, საბუდარში დედის ფრთებქვეშ ფშვინავს ორი ბატის ჭუკი. ახლო მისვლას ვერც გაბედავ: ბატის პრინცმა პატარამ მიიწვია მეჯლისზე, ბოლოებზე ლურჯი რუშით. მეორე კი მთელი ღამე დაჭყაპუნობს ვითომ რუში. რად აშინებს ქარ-წვიმა? ღელესთან რომ უდედმამო ჭუკი ნახა გუშინ, სად არიო, ნეტავ, - ფიქრობს, - ჩამახუტა გულში... უსათუოდ შინ... გარეთ კიდევ ქარი ზუის და საშინლად წვიმს. |


