|
მე გამოვედი ეკლესიიდან, რომელშიც არ შევსულვარ და უძრავი ზარების რეკვაში ვუსმენდი ჩემს გარდაცვალებას, გრიგალის სუნით გაჟღენთილ ქალებს, ცეცხლწაკიდებულ დროშასავით რომ მოჰქონდათ ოქროვანი დაისებიდან. იმედების და სიცოცხლის ქვემოთ იდგნენ ისინი, აბრეშუმის გრილ სილბილეში, ცრემლიანი ბარათების ამოსუნთქვაში, რომანსების მწუხარ ბინდბუნდში. მე შემეშინდა ქვემოთ ჩამოსვლის და მარმარილოს უტყვმა თვალებმა მჭრელი სხივით აირეკლეს ბავშვი, რომელიც სიბერისაგან გარდაიცვალა. |


