კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 22:08

 

 

დააყირავა მზემ ვარდებით სავსე კალათა,

სავსე კალათა ცის ფერებით, ლურჯით, თეთრებით..

გქონდეს სახსოვრად უეცარი ნახვის ბალადა,

ნაზი ბალადა იმედებით და შეხვედრებით...


კვლავ გამოცოცხლდა ია-ვარდი ოცნების ნავზე, 

ოცნების ნავზე სიხარული დაჰქრის ვედრებით,

და აღტაცებით შეიმოსა ბუნება სავსე -

ბუნება, სავსე იმედებით და შეხვედრებით.


და ჩემთვის გათბა ყველაფერი... აჰა, საცაა,

აჰა, საცაა აიწევა ხმა გამკვეთრებით -

მზის ამოსვლისებრ - მოგონებაც მარადი გზაა,

მარადი გზაა იმედების და შეხვედრების.


დაიძრა გემი ნავთსადგურით, მგზავრებით სავსე,

ხომალდი სავსე მეზღვაურით, ჩვენი მხედრებით.

მას სხვა ხომალდი უერთდება საბრძოლო გზაზე -

საბრძოლო გზაზე იმედებით და შეხვედრებით.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გალაკტიონ ტაბიძე  • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen