კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 18:45

 

(ბიბლიიდან)

 

ბაბილონელთა ლხინი გრძელდება,

ტაძრის ჭურჭელი... სუფრას მშვენდება 

იუდეიდან ნაალაფარი...

უწმიდეს ჭურჭელს ამით ბღალავენ,

ეამაყებათ და არც მალავენ:

ზეცამ მათ თვისი ფრთა დააფარა!

მაგრამ უეცრად ღრეობას წყვეტენ, -

თვალებს მიაპყრობს ბალტასარ კედელს

(ო, სამართალო, დიდება შენდა!), -

უცნობის ხელი კედელზე წერდა

(შიშს გვრიდა ყველას იმისი რისხვა), -

არვინ ხელყოსო სიწმინდე სხვისი,

ქარს გაჰყვებაო დიდება ფუჭი!

წყლად იქცა ღვინო სახატე ჭურჭელს

და გაუწყალდათ სიტყვაც ავსულთა!

ღრეობა იგი ასე დასრულდა

თურმე ბაბილონს...

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ანა კალანდაძე  • • •   ანა კალანდაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen