კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 18:51

 

ინგრევა ძველი უბნები, 

ნავლდება ბევრი ღადარი,

სად არი ლხინის სუფრები, 

ის მოფერება სად არი,


როცა ქარვისფერ ღვინოში 

ილანდებოდა მზის სხივი,

ამოვლებული მირონში

მიხაკი ენთო სისხლივით.


სტუმარიც უბანს შვენოდა, 

ყველასი იყო სტუმარი,

ასი კაცისთვის არ იყო 

საძებნი თავსასთუმალი.


ტყუილად არ მიზეზობენ 

სიტყვები უკეთესობის,

სუფრასთან ვხმობდით მეზობელს 

და მადლს ვაქებდით მეზობლის.


ის დრო იყო და წავიდა, 

აღარ ჩანს კარის გამღები

და როგორც სამალავიდან 

იცქირებიან ბალღები,


ასე შიშნარევ სიფათით 

გვიცქერს სიმდიდრის პატრონი,

რომ არ შეემთხვეს ხიფათი, 

გაუქრნენ დღენი სანდონი...


ვიტყვი, ვინ მკითხავს, ძმა თუ ხარ, 

თავად ვარ გასაკითხველი,

იქნება ჩემსას საწუხარს 

ამ ლექსით მიხვდეს მკითხველი,


რომ ქრება ძველი უბნები, 

ბჟუტავს სიკეთის ღადარი,

სად არი ლხინის სუფრები, 

ის მოფერება სად არი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen