კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 18:58

ბალადა-ეპიტაფია

 

ციხისთავის ბრძანებით

ტყვეებს სამ დღეს ვდარაჯობდი

იყვნენ თურმე, ძაღლები

ბნელ ხაროში ჩასახრჩობი.

ჩემი ქვეყნის ამკლებნი -

შემეცოდნენ ტუსაღები

და მამღვრევდა ნაღველით

მათი კვნესა ყურწამღები.

ღრმა და უკუნ ხაროში

სამი სურა წყაროს წყალი

თოკით როცა ჩავუშვი

დამილოცეს მკვდარ-ცოცხალი.

იყვნენ თურმე, ძაღლები

ჩემი ხელით დასახრჩობი.

ციხისთავის ბრძანებით

ტყვეებს სამ დღეს ვდარაჯობდი.

ჩავაწოდე სამთავეს

დედასპური დაბრაწული

სამივ კაცად ჩავთვალე,

დავაპურე, დავარწყულე.

ვთქვი! - დანაყრდნენ, მადლია -

და უძილოს, ღამენათევს

ზეზეურად წამთვლიმა...

ვეღარ მოვკარ თვალი ნათელს

მათ გამგუდეს იმ თოკით,

რითაც ვაწოდებდი სარჩოს.

სკეთეზე მინდობილს,

დამხვრჩვალს ეხლა დარდი მახრჩობს.

 

პოეზიის გვერდი    • • •   პოეზია - ოთარ ჭელიძე  • • •    ოთარ ჭელიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen