კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 19:06

 

გაზაფხულობით წეროთა

ცაზე გადმოვლა იციან,

მე კი შენს მოსვლას მოველი

დღენი მოწყენით მიდიან,

ნეტა ვის მკლავზე იძინებ

პატარძლის ლოგინს გიშლიან.


უშენოდ აღარც მზე მზეობს,

აღარც ყვავილნი ხარობენ,

მაგ თვალთა ტურფა იანი

ბეჩავს აღარა მწყალობენ,

გულში აშლილან დარდები,

ცრემლებად მოსვლას ლამობენ.


ხან ვიტყვი თავი მოვიკლა,

დღევ ნუღარ მოხვალ მზიანო.

წავიდე გავყვე ნისლებსა,

მთებზე რო გადივლიანო

ნეტა არ დამიტირება?

შენ ჩემო გიშრისთმიანო.


რაღა მიჭირდა მაშინა

თუ შენ ხმას გავიგონებდი,

ვერ დამიჭერდა სამარე,

სამზეოს მოვბრუნდებოდი,

ოღონდ ნუ გნახავ მტირალსა

არ როდეს მოგიკვდებოდი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen